CHATლახი ბლოგი

Wednesday, August 6, 2008

სტარტი !


არ მჯერა ! არა, კი მჯერა, მაგრამ ალბათ არ მინდა რომ დავიჯერო ჩემი ბლოგის არსებობა, ამდენი დღეებია, ალბათ უკვე თვეებიც, რაც ეს გვერდი ცარიელია, თუმცა აჰა, დავიწყე ვნახოთ თუ არ დამეზარა და განვაგრძე კარგი იქნება თუ არადა ესეც კიდევ ერთი დაუსრულებელი ბავშვური ახირება იქნება ... მახსოვს პატარები რო ვიყავით ძალიან მინდოდა შკაფის თავზე შემოდებული დამტვერილი გრამაფონის ჩამოღება და ასევე დამტვერილი ”პლასტინკების” მოსმენა, მაგრამ ჩემმა ძმამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ჩამოიღებ მაგსაც 2 დღე გექნება და დატოვებ მერეო ... მაშინ ჩემი გავიტანე, ჩემი ძმა ცდებოდა, პირველი დღის მერე აღარც ჩამირთავს და აღარც არავის გახსენებია ის გრამაფონი ბებიაჩემის გარდა, რომლის სამუშაო მაგიდაზეც იდო უკვე მეორე კვირააა, ახლა ჩხუბი და აყალ-მაყალი გრამაფონის უკან, გარდერობის თავზე დაბრუნებაზე იყო, კიდევ ორი თვე გასტანა გრამაფონმა ბებიის სამუშაო მაგიდაზე, კიდევ ორი თვე ვისმინე საყვედურები და კიდევ ორი თვე ვითრიე ფეხი, ბოლო-ბოლო ბაბუაჩემმა ინამუსა და დაუბრუნა გრამაფონს თავისი ადგილი, უკან, ისევ გარდერობის თავზე სადაც უხვად ეწყო წვრილმანი რაღაცეები .. მახსოვს, ერთხელ ღამით ჩემი ძმა გავაღვიძე - დათო, ნახე ”სკაფის” თავზე ბასტი-ბუბუ ზიან მეთქი .. ეს იყო მაშინ ღრმა ბავშვობაში, სიტყვას მოყვა ეს ისტორია თორემ სულ არ ვაპირებდი ბავშვობის ამ ეპიზოდებზე საუბარს .. წერაც უკვე მომბეზრდა .... ღმერთო, რა მეშველება ცოლიც რო ასე უცებ მომბეზრდეს ?